ლარი დოლართან მიმართებით 0.0103 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0103 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2345 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის (27 ოქტომბერი, 2020) მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2242 ღირდა.
0.0124 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7970 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8094 იყო.