ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია
“ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია”, – ამის შესახებ ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბოტანიკურ ბაღში წარმატებულ კარატისტებსა და მათ მწვრთნელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კანდიდატის თქმით, მისთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება.
,,სპორტის სხვადასხვა სახეობაში ზუგდიდს ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. მათ შორის არიან წარმატებული კარატისტები, მსოფლიოს, ევროპისა და კავკასიის ჩემპიონები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში. დღეს მათ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შევხვდი. ჩემთვის სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ბავშვობა ამ სპორტთან ასოცირდება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია.
ჩემი, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის საზრუნავი მათი წარმატებისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.