“კორონავირუსით ინფიცირებული 521 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”

“ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევაა 18 750”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 521 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 120 ადამიანია.

“ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 750. 4 022 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 012, აჭარაში – 673. მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში – 267, აჭარაში – 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი – მათ შორის, თბილისში – 67, აჭარაში – 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 – აჭარაში, ხოლო 1 250 – თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები