გოგი მეშველიანი “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ სიუჟეტზე, რომელიც ოპოზიციონერი კანდიდატის ცემასთან დაკავშირებით გავრცელდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში სოსო კოპალეიშვილის პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორი  ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კოპალეიშვილი წერს, თუ რა მოხდა შეთხვევის ადგილას რეალურად, და “მთავარ არხს” სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მეშველიანი კი თავის მხრივ კოპალეიშვილის პოსტზე თავის აზრს გამოთქვამს და წერს, რომ აღნიშნულმა სიუჟეტმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, რაზეც ისინი პასუხს აგებენ.

“სოსო კოპალეიშვილის პოსტია:  ჩემი მეგობრებიდან ყველამ იცის, რომ მე არ გამოვირჩევი ვრცელი პოსტებითა და ამგვარი შინაარსის წერილის გამოქვეყნებით, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ რა ვქნათ, არსებობს მორალი, ღირსება, სამართლიანობა და კიდევ ბევრი რამ, რამაც მაიძულა ეს საჯარო განცხადება გამეკეთებინა.

შევეცდები მოკლედ, მაგრამ დეტალურად ავხსნა იმის საპირისპირო, რაც ამ სიუჟეტშია შეთხზული.
დღეს, ბოლნისისთვის შავი დღე გათენდა. სოფელ რატევნის მაგისტრალზე მოხდა ავტოკატასტროფა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ბოლნისის კულტურის ცენტრი ‧ Bolnisi Culture Center-ის ახალგაზრდა, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე თანამშრომელი 27 წლის ირაკლი იკო (იაკობ) დავითაშვილი. მას დარჩა გაუბედურებული მშობლები, მეუღლე, 2 მცირეწლოვანი შვილი, უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი.

ავარიის ადგილას 200-ზე მეტი გულგახეთქილი, ატირებული, დამწუხრებული ადამიანი ცხედრის მიმდებარედ განცდებში ვიყავით, ვუყურებდით და ველოდებოდით სამართალდამცავებისა და შესაბამისი უწყების თანამშრომლების მოქმედებებს.

ასევე ველოდებოდით კატასტროფის ცენტრიდან შესაბამის სპეც მანქანასა და პროცედურებს.
ეს ყველაფერი სამწუხაროდ დიდ ხანს გაიწელა. დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში.
ამ დროის განმავლობაში სამართალდამცავები გვთხოვდნენ სპეც ლენტის გადმოსწვრივ არ გადავსულიყავით, არ მივახლოვებოდით ავარიის ადგილს.

მიუხედავად სურვილისა, რომ მეგობრები ირაკლის ცხედარს მიახლოვებოდნენ, ბუნებრივია ყველა ემორჩილებოდა მათ თხოვნასა და მითითებებს.

ამ დროს, მოვიდა ოფიციალური ჩაცმულობით უცნაური შეხედულების პიროვნება (როგორც შემდგომში აღმოჩნდა პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისათვის” მაჟორიტარობის კანდიდატი – ვინმე მამიკ ვაირამოვი), რომელსაც ხელში ეჭირა ტელეფონი და რამდენიმე ფოტო გადაღება განახორციელა.
ასევე მეორე ტელეფონით საუბრობდა ისე, რომ თითქოს არც ესმოდა ჩვენი მითითება – „არ გადაიღოს“ მოთხოვნით.

დაახლოებით 1,5-2 წუთის განმავლობაში საკმაოდ მოზომილად და თხოვნით მიმართავდა იქ მყოფი ახალგაზრდები, რომ გაცლოდა იქაურობას.
მისი ქმედება უკვე ძალადობაში გადაიზარდა და არათუ გაეცალა იქაურობას, პირიქით, – „მე პოლიტიკოსი ვარ და რასაც მინდა იმას გადავიღებო“ (დაახლოებით ასე გამოუვიდა).
ბუნებრივია მოყვა ამ ყველაფერს პასუხი. ჩაერია სამართალდამცველებიც და ის ჩოჩქოლით გაიყვანეს ოდნავ მოშორებით.

„პატივცემული“ არ მოეშვა პროვოცირებას და ისევ ცდილობდა ძალადობრივი გზით გადაეღო ტრაგედია.
(უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა ამ ტრაგედიით მანიპულირება, რაც მერე მთავარი არხის სიუჟეტში გამოჩნდა).

ამასობაში კატასტროფის ცენტრის მანქანა და თანამშრომლებიც გამოჩნდა. რა თქმა უნდა ყველას ზრუნვა მიემართა ცხედარისაკენ.
საბრალო ბიჭი ჩავასვენეთ კატასტროფის მანქანაში და ამ დროს ის ნაძირალა ისევ აბობოქრდა.
როგორც სჩანს „კარგი შანსის“ გაშვება არ უნდოდა ხელიდან.
ბუნებრივია გაღიზიანებამ პიკს მიაღწია, ყველა არაშფოთა იქ მყოფთაგანი და ალბათ დამეთანხმებით ამ დროს ვერც ნერვებს მოთოკავ და ვერც თავს გააკონტორლებ.
პირიქით, თუ ის ნამდვილი პოლიტიკოსია, პირველ რიგში მას ჰმართებდა თმენის ვალდებულება გამოეხატა და იქ მყოფი ისედაც განადგურებული, დამწუხრებული და შოკირებული საზოგადოება არ გაეღიზიანებინა.

ყოველივე ამის მერე ვხვდებით ამ სიუჯეტს, რომელიც აბსოლუტურად ბინძურია, ტყუილზეა დაფუძნებული და ბოროტებითაა გაჯერებული.
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მოიხადეთ ბოდიში ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭის წინაშე!
მისი განადგურებული მშობლების, მეუღლის, ორი მცირეწლოვანი შვილის, ბოლნისის, ბოლნისელებისა და მთელი საზოგადოების წინაშე!!!
პ.ს.
პასუხს აგებთ ამ სიუჟეტის გამო, რომლითაც კიდევ ერთხელ შეგყავთ და შეიყვანეთ საზოგადოება შეცდომაში, – აქვეყნებს გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები