“მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, შემცირდა მოცემული მომენტისთვის, თუმცა, ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგჯერ რთული შესაფასებელია”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის საელჩო საქართველოში არსებულ სხვა საელჩოებთან ერთად საარჩევნო პროცესს აქტიურად აკვირდება.
„ყველა საელჩო საქართველოში, ისევე როგორც გერმანიის საელჩო, აქტიურად აკვირდება გარემოს, რომელშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, შემცირდა მოცემული მომენტისთვის, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტზე, რომელიც შევაგროვეთ და რომლებიც ზოგჯერ რთული შესაფასებელია. ჩვენ ჩვენს შეფასებას არჩევნების შემდეგ გავაკეთებთ ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.