ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილს თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის, ვისაც მისი ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა

“მიხეილ სააკაშვილს თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის, ვისაც მისი ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა”, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
„დღეს ხმა აღარ იკარგება. თუ, მაგალითად, 2012-2016 წლებში ან „ნაცები“ გადიოდნენ ხელისუფლებაში ან „ოცნება“, დღეს ეს რეალობა აღარაა, ვინაიდან არცერთი ხმა არ იკარგება. ყველა პოლიტიკური ძალა თავისი პროცენტით შედის პარლამენტში. ახლა, რა თქმა უნდა, “ოცნება” ეცდება, ხალხი შეაშინოს: აი, „ნაცები“ მოდიან – არა, „ნაცები“ ვერ მოდიან, მაგრამ მთლიანი ოპოზიცია ნამდვილად, დიდი ალბათობით, მოვა და ეს უკვე სხვა რამეა, ეს არის დაბალანსებული ყველა პარტია. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვაბალანსებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები