ჯო ბაიდენმა რუსეთი აშშ-ის მთავარ საფრთხედ დაასახელა – კრემლში პრეზიდენტობის კანდიდატს უპასუხეს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, აშშ-ის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. ტრამპისთვის ასეთი საფრთხე ჩინეთიდან მომდინარეობს.
ამის შესახებ მან CBS-თან საუბარში თქვა.
„ჩემი აზრით, აშშ-ისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, ჩვენი უსაფრთხოებისა და ალიანსების დარღვევის კუთხით, რუსეთი წარმოადგენს“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, „პუტინი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მასზე დეზინფორმაცია გაავრცელოს”. ამასთან, ბაიდენმა ჩინეთს აშშ-ის მთავარი კონკურენტი უწოდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა.
მისი თქმით, “ეს ასე ნამდვილად არ არის, და ამ განცხადებას არ ვეთანხმებით”.
“შეგვიძლია მხოლოდ მწუხარებით აღვნიშნოთ, რომ ასეთი გზით ითესება რუსეთის ფედერაციის მიმართ სრული სიძულვილი და ჩვენი ქვეყნა წარმოდგენილი, როგორც მოწინაამღდეგე”, – თქვა პესკოვმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.