აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანში ასფალტის საფარი დაიგო

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი.
ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება მაიდნის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. ახლა უკვე მოსახლეობა კომფორტული და მოწესრიგებული გზით სარგებლობს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 822 000 ლარით დაფინანსდა.
ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილებისთვის აბაშის მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დაწყებულია სამიქაო-მაიდნის ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ასევე მოიცავს სოფელ გეზათსა და გულუხეთს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები