ბიძინა ესებუას თქმით, ნიკა გვარამია ტყუის, როდესაც თავდამსხმაში მის ძმას, ბადრი ესებუას ადანაშაულებს

ბადრი ესებუას ძმამ, ბიძინა ესებუამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გვარმია ცრუობს, როცა ხელს ბადრი ესებუასკენ იშვერს და მას აბრალებს ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმას.

ბიძინა ესებუას თქმით, ბადრი იმ დღეს როცა ყაჩაღობა მოხდა, თბილისში იყო.

“ის, რაცას ბატონი ნიკა გვარამია ბრძანებს,  არის ცილისწამება იმიტომ, რომ არანაირი მსგავსება არ არის, ფიზიკურადაც, ტანადაც სულ სხვა შეფერილობის არის. არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა. ჩემი ძმა ახლა თბილისში არის, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა”, – თქვა ბიძინა ესებუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები