ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდისთვის პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია

პარტია “ქართული ოცნების” ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან, დაჩი ბერაიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობელ პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებებზე.

„სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევადაც სწორედ პედაგოგთა ცოდნა და მონდომება გვჭირდება. ჩვენთვის პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია”, – განაცხადა კანდიდატმა.

ირაკლი ხახუბიას თქმით, მმართველი გუნდი აქტიურად გააგრძელებს სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მასწავლებლების ხელფასების ზრდას, მათ კარიერულ განვითარებასა და სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები