გიორგი გამსახურდია: მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი

“მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი ამ ინფორმაციების გამავრცელებელთა მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

გიორგი გამახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

“მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი ამ ინფორმაციების გამავრცელებელთა მხრიდან. ზვიადის სახელს ახსენებს გვარამია და პუტჩისტთა მეზარბაზნე დევი უმშვენებს სტუდიაში გვერდს. სრული მხარდაჭერა მამაჩემის თანამებრძოლებს”, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები