„ქართული ოცნების” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს

პარტია “ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ჩვენს მოსახლეობას ვპირდები, რომ მექნება ღია კომუნიკაცია და დავიცავ მათ ინტერესებს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გულთბილი შეხვედრისთვის, მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები