“გვითხრეს, მიწის საბუთებს მოგცემთო” – რას ჰპირდება “ნაცმოძრაობა” მოქალაქეებს რუსთავში პარტიის შეკრებაზე მისვლისთვის

რუსთავში “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივები მოტყუებით, სხვადასხვა გზით მიიყვანეს. “რეგიონული კვირა” ორ ასეთ ადამიანს ესაუბრა. მათი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” შეხვედრაზე მისვლის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის დოკუმენტების მიცემას დაჰპირდა.
“ჩვენ დაბარებულები ვართ, მობრძანდით და აიღეთ თქვენი საბუთებიო, მაგრამ არავინ  ჩანს. მე-20 მიკრო რაიონი გვინდა და ვერ ვნახეთ ვერავინ. ტელეფონით გამაფრთხილეს, მაგრამ არავინ  არის. აქ ნაკვეთის ამბავზე ვართ, ნაკვეთი დაგვიკარგეს ადრე და იმას შეგვპირდნენ, საბუთები კი არა, კონვერტები უნდა მოეცათ, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენთვის არაფერი მოუციათ”, – გვითხრა ცოლ-ქმარმა.
https://www.youtube.com/watch?v=migBd7UYCNk&fbclid=IwAR1MRgp8jA3SVBNhC3usrezDSCSd3kJaY-bmZzoYQR7mJCfTCCFLm3RBi0M

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები