ზუგდიდში “ნაცმოძრაობას” ხალხი რაიონებიდან სამარშრუტო ტაქსებით მიჰყავს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ხალმხრვალი შეკრება ამჯერად ზუგდიდში დაგეგმა. ამჯერადაც პარტიას ხალხი სხვადასხვა რაიონიდან სამარშრუტო ტაქსებით მიჰყავს.
ხობში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურთაზ ზოდელავას შტაბთან ზუგდიდში აქციაზე წამსვლელთა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყო.
პარტიის მხარდამჭერები ტრადიციულად, “რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
განსაკუთრებით ისინი ჟურნალისტის კითხვამ კორონავირუსთან დაკავშირებით, იცავდნენ თუ არა ჯანდაცის სამინისტროს მოწოდებას, გააღიზიანა.
მსგავსი ვითარება იყო ჩხოროწყუს მნიციპალიტეტშიც. მოქალაქეებმა პირბადეს გაკეთება მას შემდეგ დაიწყეს, რაც “რეგიონული კვირის” კამერა დაინახეს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების უგულებელყოფით შეიკრიბნენ და ზუგდიდისკენ დაიძრენ სენაკის, აბაშის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რეკომენდაციების დარღვევით იკრიბებოდნენ და მათმა ნაწილმა ზუგდიდში წასვლის ზუსტი მიზეზიც არ იცოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები