იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში, თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილასა და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსიმინა მათი პრობლემები, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება.

 

- რეკლამა -

- რეკლამა -

“რადგან ამის საშუალებას მაძლევს ჩვენი საარჩევნო ფორმატი, მინდოდა ინდივიდუალურად ამეხსნა  ყველასთვის ის პასუხისმგებლობა რომლის წინაშეც ვდგავართ, ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემი საარჩევნო პროგრამის ნაწილია, სასიკეთო ინფრასტრუქტურული ცვლილებები, სკვერები, სპორტული ტრენაჟორები, გზები და რაც მთავარია მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის განახლება უახლოეს მომავალში გველოდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობის რაციონალური ჩართულობა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები