ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, 59 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 3 567 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთლებულია 1 355 და დაღუპულია 33 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები