კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში, 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 77 შემთხვევა, შიდა ქართლში 69, გურიაში 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში 42, მცხეთა-მთიანეთში 26, სამცხე-ჯავახეთში 24, ხოლო კახეთში 17.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, ხოლო ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები