ქართული არქიტექტურული სტუდია დაკეცილ ბეტონში ჩამალულ ყავის ქარხანას წარადგენს

ქართულმა არქიტექტურულმა სტუდიამ მრავალ შრედ დაკეცილი ბეტონის, დახურული ყავის ქარხანა შექმნა. ყავის საწარმო, რომელიც ქართული ყავის ბრენდის „მეამას” სათაო ოფისს წარმოადგენს, თბილისში დაფუძნებული „Giorgi Khmaladze Architects”-ის არქიტექტურული კომპანიის უახლესი ნამუშევარია და თბილისის, დედაქალაქის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარეობს.

კომლექსს L-ის ფორმა აქვს და აერთიანებს ყავის საწარმოს, ოფისებს და გამოფენებისა და დეგუსტაციებს გასამართ სივრცეებს. შენობის უზარმაზარი, ბალახით დაფარული სახურავი, კარგად ერწყმის მის შემოგარენს. რაც შეეხება ფასადს, ბეტონის კედლები მთავარ ლობიმდე ამოდის, სადაც შემინული კედლები ბუნებრივ სინათლეს ორი შიდა ეზოს განათების საშუალებას აძლევს.

ნაგებობის ბეტონის გარე სტრუქტურა, კუთხოვანი ფორმისაა. თავისი გამორჩეული გეომეტრიიდან გამომდინარე, მზის სინათლე დღის მანძილზე უწყვეტად იცვლება და სინათლისა და ჩრდილების მუდმივ ურთიერთქმედებას ქმნის.

ტალღოვანი სახურავის სიმაღლე შიდა სივრცეების მოთხოვნებს ესადაგება. „Giorgi Khmaladze Architects” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე დიზაინერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა შენობებს აპროექტებს და ტრადიციულ ჩარჩოებს არღვევს. კომპანიის ერთ-ერთ ბოლო პროექტს, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შექმნილი შუშის კედლებიანი McDonald’s-ი და ავტოგასამართი სადგური წარმოადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები