23 ოქტომბერს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

23 ოქტომბერს, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივისა“ და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქვიშხეთში უკვე მეოთხედ ტარდება „კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი“.

ღონისძიებაში ჩართულნი არიან და მონაწილეობენ სამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორები, აგრეთვე აკადემიისა და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები. შესაბამისად, ღონისძიება არის შესანიშნავი პლატფორმა, ერთმანეთს პირისპირ შეხვდეს კიბერსივრცის ყველა დაინტერესებული მხარე – ე.წ. სტეიქჰოლდერები.

„ფესტივალის მხარდამჭერები არიან როგორც ადგილობრივი კომპანიები, ისე, საერთაშორისო კორპორაციები. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში „კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი“ არის ერთადერთი მასშტაბური ღონისძიება კიბერუსაფრთხოების სფეროში, რაც მას კიდევ უფრო მეტ დატვირთვასა და მნიშვნელობას ანიჭებს.

წელს ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კიბერუსაფრთხოება: რეგიონალური მიდგომები და არსებული გამოწვევები; კიბერუსაფრთხოება და სამართალი, კიბერდანაშაული და საერთაშორისო სამართალი, სოციალური მედიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა; კიბერუსაფრთხოების გამოწვევები ფინანსურ სექტორში; ციფრული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება განათლების სექტორში”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები