„ჯანი როდარი – ლექსები და ილუსტრაციები“

23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის ოფისში, ცნობილი იტალიელი მწერლის, ჯანი როდარის, დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება – ,,ჯანი როდარი – ლექსები და ილუსტრაციები“ ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების თვალ-ყურის დევნების საშუალება ფართო საზოგადოებას მიეცემა პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით.
საღამოს მსვლელობისას საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შექმნილი ჯანი როდარის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ფერწერული და ნაძერწი ილუსტრაციები.
დანტეს ხელოვნების სკოლის პედაგოგები და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მოსწავლეები წარმოადგენენ ჯანი როდარის ცნობილი ლექსებისა და მოთხრობების ილუსტრაციებს, ხოლო იტალიური ენის პედაგოგები და სტუდენტები წაიკითხავენ როგორც ორიგინალში, ისე ქართულ ენაზე თარგმნილ ნაწარმოებებს ტექსტის მიხედვით შესრულებული ილუსტრაციების ფონზე.
ილუსტრაციები თავს მოიყრის ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ მულტიმედიურ გალერეაში, რომლის ხილვაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მნახველისთვის.
წელს იტალიური ენის XX მსოფლიო კვირეულის თემაა „იტალიური ენა სიტყვასა და გამოსახულებას შორის – წარწერები, ილუსტრაციები და კომიქსები”.
ღონისძიების ორგანიზატორია დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით..
ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის, ჯანი როდარის მშვენიერი ლექსები, ზღაპრები და მოთხრობები არაერთხელ გამხდარა ცნობილი იტალიელი მხატვრებისა და დიზაინერების ილუსტრაციების შთაგონების წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები