ირაკლი კობახიძე: დმანისში, ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები – სამართალდამცველების მხრიდან უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დმანისში მმართველი პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, პროვოკაციაზე რეგირება უნდა იყოს უმკაცრესი.

“დმანისში, ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცველების მხრიდან უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო. მითუმეტეს, როდესაც ასეთი რამ ხდება ზუგდიდში, ვიღაც პროვოკაციას აწყობს და ადამიანების დაჭრას აქვს ადგილი, ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცნობისთვის, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისზე თავდასხმა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები