ნათია მეზვრიშვილი: პირველივე ეტაპიდან, ფინანსური დახმარების კუთხით, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დასახმარებლად, საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, სახელმწიფოს ეს ადამიანები არ დავიწყებია არც ერთ ეტაპზე, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა რესტორატორებზე საუბრისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პირველივე ეტაპიდან, ფინანსური დახმარების კუთხით, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დასახმარებლად, საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ, სახელმწიფოს ეს ადამიანები არ დავიწყებია არც ერთ ეტაპზე და პირველივე ეტაპიდან, როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დასახმარებლად, ფინანსურ დახმარებას ვგულისხმობ, საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ჩვენ ვიცით, ეს ადამიანები რა სირთულეების წინაშე არიან, გუშინაც, შეხვედრაზე, ამ საკითხებზე საუბარი იყო და კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც კი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამის შესახებ საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები