ოკუპირებული იალტის მერი, რომელმაც პუტინის გაპიარებული რუსული ვაქცინა გაიკეთა, Covid-19-ისგან  გარდაიცვალა

მსოფლიოში “კოვიდ 19”-ის პანდემიის მეორე ტალღის მოახლოებასთან ერთად დაინფიცირებული ადამიანების რიცხვიც და ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც იზრდება. ამ დრომდე არ არსებობს ვაქცინა, რომელიც ამ ვერაგი ვირუსისგან ადამიანებს დაიცავს. თუმცა, რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამყაროს ამცნო, რომ რუსმა მეცნიერებმა შეძლეს ისეთი პრეპარატის შექმნა, რომელიც კორონავირუსისგან კაცობრიობას იხსნის. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ისიც თქვა, რომ ამ პრეპარატით ვაქცინაცია თვითონ, მისმა ქალიშვილმა და რუსმა მაღაჩინოსნებმაც უკვე ჩაიტარეს. ამას გარდა, ცნობილია, რომ ამ ვაქცინის – Спутник V-ს მიწოდება უკვე მოხდა ვენესუელაში და  ასევე იგეგმება ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ვლადიმერ პუტინს თბილი ურთიერთობა აქვს. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ რუსულ ვაქცინას – Спутник V-ს არ აქვს გავლილი კლინიკური კვლევების ყველა ფაზა და მისი ეფექტურობა რუს ექიმებშიც იწვევს ეჭვს. ამაზე არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა თუ კვლევა მოწმობს.

18 ოქტომბერს კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ქალაქ იალტის მერის, ივან იმგრუნტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.  ის სანქტ პეტერბურგის კლინიკაში, Covid-19-ით  დაინფიცირების შედეგად დაიღუპა. თუმცა, როგორც რუსულ მედიაში წერენ, მას ახალი უნიკალური რუსული  ვაქცინით აცრა სამი კვირის წინ ჩაუტარეს. აღსანიშნავია, რომ,  ყირიმის ანექსიის შემდეგ, კრემლმა ამ რეგიონის „აღორძინება“ და განვითარება თავის თავზე აიღო, მაგრამ იალტის მერი მკურნალობდა არა ადგილობრივ, „აღორძინებულ“ საავადმყოფოში, არამედ – შუაგულ რუსეთში. ასევე, როგორც სოციალურ მედიაში წერენ,  კორონავირუსი დაუდასტურდა უკრაინელ პოლიტიკოსს, რომელიც პრორუსული შეხედულებებით არის ცნობილი და რომელიც აცხადებდა, რომ ვაქცინა – Спутник V უებარია. არსებული ინფორმაცით, უკრაინელი პოლიტიკოსი ოჯახთან ერთად ახლახან იმყოფებოდა მოსკოვში და, მათ შორის, კრემლის მმართველთანაც გამართა შეხვედრა. ცნობილია, რომ მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლია თავად ვლადიმერ პუტინია.  სხვათა შორის, მიუხედავად „სასწაულმოქმედი“ ვაქცინის გაკეთებისა, „ვალდაის საერთაშორისო ფორუმში“ მონაწილეობას მხოლოდ ვიდეოჩართვის მეშვეობით მიიღებს. მისი პრესსმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რფ-ს პრეზიდენტი შესავალი სიტყვით არ გამოვა და მხოლოდ კითხვებზე პასუხებით შემოიფარგლება.

ამასობაში კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარმა, ა. კუდრიავცევმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ  სასწაულებრივი რუსული ვაქცინა  სინამდვილეში ვეტერინარული მედიცინის სერიული პრეპარატის ვარიაციაა, რომელიც პირუტყვის დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. მეცნიერსა და ბიოქიმიკოსს მიაჩნია, რომ რუსული ვაქცინის სასწაულმოქმედება მხოლოდ კრემლის მავნებლური პიარი და მსოფლიოსთვის პირველობის დამტკიცების სურვილის გამოხატულებაა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები