“შავ ზღვაში უკრაინის სამხედრო ბაზების აშენებას უარყოფითი შედეგი ექნება” – კრემლში ზელენსკის უპასუხეს

“შავ ზღვაში უკრაინის ორი სამხედრო ბაზის აშენება რეგიონში სტაბილურობაზე უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, საჭიროა ინფორმაციის გააანალიზება და დაზუსტება, კონკრეტულად როგორი ბაზების აშენებაზე საუბრობდა უკრაინის პირველი პირი.

“რასაკვირველია, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამას გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ჭრილში. პოტენციურად, ასეთი საფრთხე არსებობს”, – განმარტა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებს უახლოვდება და შესაბამის რეფორმებს ატარებს. ამ ჭრილში მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამხედრო არსენალის განახლება. მისი თქმით, დაიწყო შეიარაღების ახალი ტიპის გამოშვება, კერძოდ, “ობოლონ-ა”-ს საარტილერიო დივიზიონის სამართა კომპლექსებს, ასევე, ტყვიამფრქვევ კომპლექს “ბარს”, საარტილერიო საბრძოლო მასალებს.

მისივე თქმით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “ოლხა-მ” და რეაქტიული სისტემა “ტაიფუნი” ამჟამად ცდებს გადის, გრძელდება ფრეგატის “გეტმან საგაიდაჩნის” მოდერნიზება, ასევე, წვრთნებისთვის მზადდება სადესანტო კატერები – “კენტავრს”, შეიარაღებაში მიღებულია ფრთოსანი რაკეტა – „ნეპტუნი“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაზების მშენებლობაში ბრიტანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ლონდონში ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, ბრიტანეთი უკრაინის ფლოტის განვითარებისთვის 1,25 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები