უელსში მკაცრი “ლოკდაუნი” დააბრუნეს
ბრიტანეთის უელსის მთავრობამ მარტის მსგავსი მკაცრი “ლოკდაუნი” ისევ აამოქმედა, რომლის დროს საწარმოების უმრავლესობა დაიხურება, ხალხს კი სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
Sky News-ის ინფორმაციით, მკაცრი ზომები 23 ოქტომბრის 18:00 საათიდან 17 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.
კერძოდ, ამ დღიდან დაიხურება საცალო ვაჭრობის მეორეხარისხოვანი საწარმოები, დასვენებისა და სასტუმრო ბიზნესი, რესტორნები და ბარები.
ამასთან, დასაშვები იქნება ქორწილები და სამგლოვიარო ღონისძიებები.
ხალხი მუშაობის დისტანციურ მეთოდზე გადადის, აკრძალული იქნება ადამიანებთან შეხვედრები, იხურება სკოლები.
როგორც უელსის პირველმა მინისტრმა, მარკ დრეიქფორდმა განმარტა, “ლოკდაუნი” უნდა იყოს ღრმა და მკაცრი, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხერხდეს. მოსახლეობა დარჩება სახლებში, მეორეხარისხოვანი საწარმოები დაიხურება.