ბაქო და ერევანი ერთმანეთს მორიგი მოლაპარაკების დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა უხეშად დაარღვია ახალი მოლაპარაკებების რეჟიმი, როდესაც ყარაბაღში აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

“მიუხედავად ჰუმანიტარული მიზნებით დადებული ახალი შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც 18 ოქტომბერს 0:00 საათზე ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო სომხეთმა უხეშად დაარღვია შეთანხმება. გვიან ღამით მოწინააღმდეგემ იერიში მიიტანა ჯებრაილის შემოგარენში და ასევე განთავისუფლებული სოფლებს არაზის მდინარესთან. დაშავებულები არ არიან, ჩვენმა დანაყოფებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინეს”,- ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეფანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გვიან ღამით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია.

“მოწინააღმდეგემ საარტილერიო თავდასხმა განახორციელა ჩრდილოეთის მიმართულებით 0:04 საათიდან 2:45 საათამდე, ასევე სარაკეტო იერიში მიიტანა სამხრეთის მიმართულებით 2:20 საათიდან 2:45 საათამდე”,- წერს სტეპანიანი საკუთარ “Telegram” არხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები