ანტირეკორდი – ერთ დღე-ღამეში მსოფლიოში COVID-19-ის 412 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა

მსოფლიოში მესამე დღეა ზედიზედ COVID-19-ის ინფიცირების ახალი რეკორდი მყარდება. Worldometer-ის მონაცემების თანახმად 16 ოქტომბერს, ერთ დღე-ღამეში 412 609 ახალი შემთხვევაა აღმოჩენილი.
აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ინფიცირებულთა რიცხვი 400 ათასს შეადგენდა.
მხოლოდ ევროპაში 153 ათასი ინფიცირებულია. მონაცემების მიხედვით, ლიდერობენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და უკრაინა.
​ცნობისათვის, მთელ მსოფლიოში 39,5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი წარმატებით დაძლია და განიკურნა 29,6 მილიონი ადამიანი. 1,1 მილიონი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები