აზერბაიჯანი: დაბომბილია ქალაქი განჯა, დაღუპულია 13 მშვიდობიანი მოქალაქე
აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაღუპულია 13 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 40-ზე მეტი, მშვიდობიანი მოქალაქეები შენობების ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
თავდაპირველად 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. მაშველებს ნანგრევებიდან მოქალაქეები კვლავ ამოჰყავთ.
გავრცელებულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის პრესმდივანი გამოეხმაურა და აღნიშნული განცხადება უარყო.