ყარაბაღი სტეპანაკერტის და შუშას დაბომბვის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა

არ აღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ შაბათს დილით ადრე ქალაქ სტეპანაკერტისა და შუშაზე სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმა განხორციელდა.

“ღამე არცახისა და აზერბაიაჯანის შეხების ხაზზე სტაბილური დაძაბულობა ნარჩუნდებოდა. გამთენიისას მოწინააღმდეგეს ძალოვანებმა, ჰუმანიტარული მოლაპარაკებების დარღვევით, განაახლეს სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე. განსაკუთრებული ინტენსივობით იერიშის ქვეშ ქალაქ სტეპანაკერტისა და შუშას ინფრაქსტრუქტურა მოჰყვა”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის არ აღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის არმია მდგომარეობას ბრძოლის წინა ხაზზე აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები