საფრანგეთსა და გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

საფრანგეთსა და გერმანიაში კოვიდ19-ის ანტირეკორდი ფიქსირდება.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში 30 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან მორიგ ანტირეკორდს წარმოადგენს.

Sante Publique-ს ინფორმაციით, აქამდე ყველა მაღალი დღიური მაჩვენებელი 26 ათასს აჭარბებდა, გუშინ კი, თითქმის 23 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 809 ათასი დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 33 125 პირი ემსხვერპლა, ბოლო 24 საათში კი, 88 პაციენტი.

რაც შეეხება გერმანიას, აქ რეკორდული 7334 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა რეკორდი გუშინ 6638 გამოვლინდა, მაშინ როდესაც მარტის ბოლოსთვის როდესაც ინფიცირების პიკი იყო, დღიური მაჩვენებელი 6300 შეადგენდა, თუმცა მაშინ ნალები ტესტი ტარდებოდა.

ასევე, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში ვირუსს 24 პაციენტი ემსხვერპლა, სულ პანდემიის დაწყებიდან 9734 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები