ჩეხეთი, მეზობელ ქვეყნებთან კოვიდპაციენტების გასაგზავნად მოლაპარაკებებს მართავს – ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები იხსნება

პრაღაში კორონავირუსული პაციენტების მატების ფონზე, დიდი საველე ჰოსპიტალი იხსნება, ასევე ქვეყნის მთავრობა სხვა ქვეყნებთან პაციენტების გადასაგზავნად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

АР-ს ინფორმაციით, უქმეებზე ჩეხი სამხედროები პრაღის საგამოფენო ცენტრში საველე ჰოსპიტლის აშენებას დაიწყებენ, რომელიც 500 პაციენტს დაიტევს, ანალოგიური გეგმა განხორციელდება ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში ბრნოში.

ამასთანავე, ჩეხეთის მთავრობა მეზობელ გერმანიასთან, ასევე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებას მართავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პაციენტებს ვერ აუვა, მათი გაგზავნა ამ ქვეყნებში მოხდეს.

ჩეხეთში უკვე მეორე დღეა ინფიცირების ანტირეკორდი მყარდება.

მაგალითად გუშინ, ქვეყანაში 9721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 177-ით მეტია.

პანდემიის დაწყებიდან, 10 მილიონიან ქვეყანაში, კორონავირუსის 149 010 დადასტურებული შემთხვევაა, მხოლოდ გასულ კვირას 50 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს სულ 1230 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში გეგმიური ოპერაციები გადადებულია, მთავრობის ინფორმაციით, კლინიკებში კოვიდპაციენტებისთვის ადგილები, შესაძლოა უკვე ოქტომბრის ბოლომდე ამოიწუროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები