ჯანმო: “რემდესივერი”, “ფლაქვენილი” კორონავირუსის სამკურნალოდ არაეფექტურია

პრეპარატები “რემდესივერი”, “პლაქვენილი”, “ლოპინავირით”,ინტერფერონი” კოვიდ19-ის მკურნალობისას თითქმის არაეფექტურია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “კლინიკური კვლევების შუალედური შედეგების მიხედვით, რომელსაც კოორდინაციას ჯანმო უწევს, მიუთითებს იმაზე, რომ “რემდესივერის”, “ფლაქვენილის”, “ლოპინავირის” და “ინტერფერონის”გამოყენება სიკვდილიანობის შემცირებაზე სუსტ, ან არავითარ გავლენას ვერ ახდენს”.

Solidarity-ს კვლევა 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, სპეციალისტები სწავლობდნენ აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის ეფექტს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, ასევე საავადმყოფოებში პაციენტების ხანგრძლივ ყოფნაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები