შუახევის მერიაში ხელმძღვანელმა პირებმა შესრულებული სამუშოების ანგარიში განიხილეს

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის ხელმძღვანლებსა და განყოფილებების უფროსებთან თათბირი გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სამუშაო თათბირში მონაწილეობა მერის მოადგილე რუსუდან შავაძემაც მიიღო.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურის უფროსების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ 9 თვის ანგარიში მოისმინეს. ისაუბრეს მიმდინარე საკითხებთან ერთად სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.
“ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობასა და მშენებლობის განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე.
აღინიშნა, რომ, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს.
შესაბამის სამსახურებს მიეცათ დავალებები 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით დროულად მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
თათბირზე სხვა შემხვედრ საკითხებთან ერთად განიხილეს ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტში და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები”, – ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები