დაბა ურეკში წვერმაღალას დასახლების მოსახლეობისთვის წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწობა

წყალმომარაგების კომპანია დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში წყლისა და წყალარინების სისტემების პროექტირება-მშენებლობას იწყებას.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი – გიგა მანდარია, მოადგილე ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

დღეის მდგომარეობით, დაბა ურეკში წყალმომარაგების სისტემების უდიდესი ნაწილი რეაბილიტირებულია, თუმცა, წვერმაღალას, წერეთლის, სანერგესა და მე-13 ქუჩის მაცხოვრებლები ამ დრომდე ვერ სარგებლობენ წყლის ცენტრალიზებული სისტემით.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 1 200 -მდე ადამიანი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და კანალიზაციის გამართული სისტემით ისარგებლებს.

გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად 18 თვე ექნება.

პროეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები