სომხეთში კორონავირუსის 1371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 59 995-ს მიაღწია, ბოლო 24 საათში კი 1371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკაში 1046 ადამიანია გარდაცვლილი.
ბოლო მონაცემით, დაავადების დამარცხება 47 119-მა ადამიანმა შეძლო, 11 519 მკურნალობას აგრძელებს.