ლავროვმა კავკასიაში აშშ-ის ქმედება შეაფასა

“აშშ მოლდავეთსა და კავკასიის რესპუბლიკებში უხეშად და ცინიკურად იქცევა, რუსეთი ამგვარი მეთოდებით არ იმოქმედებს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სამი რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“აშშ უხეშად, ცინიკურად იქცევა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ, ყველას ასწავლონ, პატივი სცენ ხალხის სურვილს, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ისინი ამ უფლების ფორმირებას საელჩოების მეშვეობით ახდენენ, როგორც ეს კიევში იყო, ორი მაიდანის დროს, ყველამ კარგად იცის, სად და რა რაოდენობით არიან წარმოდგენილი სახელმწიფო შენობებში ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები”, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარე იმავეს მოლდავეთში აკეთებს.

“ვხედავთ ამას. ამერიკელი ელჩის საჯარო გამოსვლებიდანაც. კავკასიის რესპუბლიკებში საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ, ამას ვხედავთ და ვიცით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამგვარი მეთოდებით არ უნდა ვიმოქმედოთ”, – თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები