გამომძიებელი – კომპანია „ბროლის“ საქმეზე: დანაშაული ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს წარმოადგენს 

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „ბროლში“ საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა, დათო ბაინდურაშვილმა განაცხადა, საქმე ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრებას ეხება.

„დანაშაული წარმოადგენს ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს. იმისთვის, რომ შესაძლო ამოღებული ნივთები დაქვემდებარებოდა უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დანიშნულების ადგილზე მიტანას, ასევე, ჩხრეკის მიმდინარეობის უსაფრთხო განხორციელებისთვის დაგვჭირდა, საქმეში ჩართული ყოფილიყო სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინაა”,  – განაცხადა დათო ბაინდურაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები