,,ქართული ოცნება” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს

,,ქართული ოცნება” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“13 ოქტომბერს, 11:50 საათზე ასპინძაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ანტონ ობოლაშვილს წარადგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი – ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

13:10 საათზე  მმართველი გუნდი ახალქალაქში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, სამველ მანუკიანს წარადგენს.

14.00 საათზე სამველ მანუკიანის წარდგენა გაიმართება ნინოწმინდაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები