თურქეთის თავდაცვის მინისტრმა რუს კოლეგას დაურეკა: სომხეთმა ყარაბაღი უნდა დატოვოს
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ხალუსი აქარიმ რუს კოლეგასთან, სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანლებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები, იდლიბი და ლიბია განიხილეს.
აღინიშნება, რომ აქარმა შოიგუსთან საუბარში ისევ აღნიშნა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტების იერიშის შეწყვეტის აუცილებლობა, ასევე, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარის გაყვანა.
“სომხეთი ჰუმანიტარული დაზავების რეჟიმს არღვევს. ერევანმა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს. ბაქოს არ შეუძლია 30 წლის განმავლობაში სამართლიანობის ლოდინი. თურქეთი მზად არის, აზერბაიჯანული მხარის სამართლიანი პოზიცია დაიცვას”, – აღნიშნა თურქმა მინისტრმა.