ირანში ერთ დღეში ვირუსს მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ემსხვერპლა
ირანში ერთ დღეში კორონავირუსს 272 პაციენტი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, სადათ ლარიმ განაცხადა.
სულ ისლამურ რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან 28 816 ადამიანი დაიღუპა.
ლეტალური შემთხვევების ბოლო ანტირეკორდი 11 ოქტომბერს გამოვლინდა, ამ დღეს 251 პირი გარდაიცვალა.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა რიცხვი 4 206-ის გაიზარდა და 504 281 მიაღწია.
ვირუსს დამარცხება 409 121-მა პირმა შეძლო.