ამირან გამყრელიძე: ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება

“ჯერჯერობით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება. 196 შემთხვევა გვაქვს, თუმცა, დინამიკის თვალსაზრისით, შემთხვევათა გარკვეულ სტაბილიზაციას აქვს ადგილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა სიმპტომებიანი პაციენტებია.

„პერიოდულად, რაოდენობა მცირდება. იყო, როცა 200-ზე ბევრად მეტი იყო დღიური რაოდენობა. დღეს ის მერყეობს 150-სა და 200-ს შორის. გავრცელებით მეორეა თბილისი, შემდეგია იმერეთი. 478 ახალი პაციენტიდან უმეტესობა სიმპტომებიანი პაციენტია, რომელთაც მიმართეს კლინიკებს ან ამბულატორიულ დაწესებულებებს. ასეთი იყო 248 ადამიანი. 128 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, სამედიცინო პერსონალია 17, თვითიზოლაციაში მყოფი – 37 და სხვა დანარჩენ რისკჯგუფებში 41 შემთხვევა გვქონდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები