საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული გალიდან იყო
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ 62 წლის მამაკაცს, რომელიც ოკუპირებული გალიდან იყო, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.