ემომალი რაჰმონი ტაჯიკეთის პრეზიდენტი მეხუთედ გახდა
ტაჯიკეთში, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩვენების შედეგად, გამარჯვება მეხუთედ მოქმედმა პრეზიდენტმა – ემომალი რაჰმონმა მოიპოვა.
ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემით, მას მხარი ამომრჩეველთა 90%-მა დაუჭირა.
არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.
რაჰმონი ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.
ტაჯიკეთის კანონმდებლობა ეგზიტპოლების ჩატარებას არ ითვალისწინებს, ასევე, საარჩევნო უბნებზე არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.