“ყარაბაღის ომი ეხება ყველას” – მსოფლიო მკაცრ ზომებს ითხოვს ანკარასა და ბაქოს წინააღმდეგ

სომხური დიასპორა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივ საპროტესტო აქციებს ატარებს აზერბაიჯანისა და თურქეთის აგრესიის შესაწყვეტად მთიან ყარაბაღში.

საპროტესტო აქციებს მხარს მხოლოდ სომხები როდი უჭერენ, არამედ – ამ ქვეყნების სხვა მოქალაქეებიც და ადგილობრივი ხელისუფლებებიც კი. მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებთანაც ტარდება.

ცოტახნის წინ აქცია გაერო-ს შენობის წინ ჩატარდა ნიუ იორკში. მონაწილეები იქ ყარაბაღისა და სომხეთის დროშებით მივიდნენ და გაერო-სგან მკვეთრ მოქმედებებს ითხოვდნენ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით სომხეთის მიმართ. აქციის მონაწილეების თქმით, სომეხი ხალხის ძალა ერთობაშია და ამიტომ ისინი დაუმარცხებლები არიან.

“დაე, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ ერთნი ვართ და რომ ყოველთვის უნდა დავიცვათ სამშობლო, ჩვენი არცახის ჩათვლით, ამ წმინდა მიწის ჩათვლით”, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათ ასევე ჰქონდათ პოსტერები წარწერებით – “სომხეთს უნდა მშვიდობა, აზერბაიჯანს – ომი”, “სტოპ ალიევსა და ერდოღანს” და სხვა.

საპროტესტო აქცია ასევე გაიმართა ბრიუსელში მოთხოვნით – შეჩერდეს აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები