რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით,  რამდენიმე საათიან საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მყვინთავები და ექოლოტი.

როგორც “კვირას”  შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები