არუთუნიანი: არცახი სამამულო ომს გამოაცხადებს, თუკი აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაიცავს
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი, იმ შემთხვევაში თუკი აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში მიღებულ შეთანხმებას არ დაემორჩილება, სამამულო ომის გამოცხადების მზაობას გამოთქვამს.
“აზერბაიჯანი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. ეს პირველად არ ხდება, იქნება თუ არა მოლაპარაკებები, თუ კი ისინი პატივს არ სცემენ აღნიშნულ ფორმატს და საერთაშორისო განაცხადებს, მაშინ სომხეთმა უნდა აღიაროს არცახის დამოუკიდებლობა და მიმართოს ყველა ქვეყანას რათა ვიომოთ ბოლომდე.
მე გამოვაცხადებ სამამულო ომს და მოვუხმობ ყველა სომეხს არა მხოლოდ მატერიალურად არამედ ფიზიკურად. თუ კი აზერბაიჯანს ხანგრძლივი ომის სურს, მაშინ მათ თავად აირჩიოს ეს გზა, და ჩვენ უარს არ ვიტყვით”,- განაცხადა არუთუნიანმა.