განჯაში თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში, გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა. თავდასხმა სომხეთის ტერიტორიიდან მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელი, ხიკმენტ გაჯიევი ავრცელებს.

„შუაღამით ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სომხეთის მხრიდან. დანგრეულია სამი საცხოვრებელი სახლი. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ 7 დაღუპულის შესახებ”,- წერს გაჯიევი სოციალურ ქსელში.

მის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ 33 მშვიდობიანმა მოსახლემ, მათ შორის არიან ბავშვებიც.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ განცხადებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ერევანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვში მიღწეულ შეთანხმებას იცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები