ქუთაისში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.

“ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 პაციენტი დაიღუპა. 68 წლის მამაკაცს სიმსივნური დაავადება ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 68 კოვიდდადებითი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 8, დაემატა 7 ახალი შემთხვევა, კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები