სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ​ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა მოახდინა (ფოტოკოლაჟი)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა სომხეთს ჟენევის კონვენციის 1949 წლის დადგენილებისა და მასთან ერთად, დამატებითი პროტოკოლების დარღვევაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა განზრახ დაარღვიეს ჟენევის კონვენციის 1949 წლის დადგენილება, მასთან ერთად, დამატებითი პროტოკოლები და ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაც, რომელიც 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა ძალაში. ისინი აგრძელებენ იერიშს საარტილერიო იარაღით დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ: „2020 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით, დილის 4 საათზე მოწინააღმდეგის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს​ მინგეჩაურზე, მსხვილ სამეწარმეო ქალაქზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. დარტყმა მიმართული იყო​ მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურზე, ყველაზე მსხვილ თბოელექტროსადგურზე სამხრეთ კავკასიაში. რაკეტები გაუნებელყოფილ იქნა ჩვენი არმიის მიერ. პროკურატურა შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს მომხდარის ადგილის დასათვალიერებლად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები