„წავიდა ჩვენგან მშვენიერი, თბილი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი“
„წავიდა ჩვენგან მშვენიერი, თბილი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი, ქალბატონი დალი თუშიშვილი. ნათელში იყოს“, – ასე ეხმაურება მსახიობის, ექიმი-ციტოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, დალი თუშიშვილის გარდაცვალებას კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი შალვა პეტრიაშვილი.
დალი თუშიშვილს ცოტა ხნის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
დალი თუშიშვილი, მოზარდობისა და ახალგაზრდობის წლებში არა ერთ ცნობილ ფილმშია გადაღებული, ზოგან მთავარ, ზოგან კი – ეპიზოდურ როლში.
მონაწილეობდა კინოსურათებში: „დაისი”, „ცეცხლთან თამაში”, „ღამის ვიზიტი”, „აბესალომ და ეთერი”… ეპიზოური როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას „მაცი ხვიტიაში”. მისი ფოტოები შესულია ულამაზეს ქართველ ქალთა კატალოგებში.